"როგორ გადავიღო ხარისხიანი ვიდეო კონტენტისთვის საკუთარი ძალებით ?"
- enovads

- Aug 16
- 1 min read
Updated: Nov 12

თუ გსურს სოციალურ ქსელებში ყურადღება მიიპყრო, ვიდეოს ხარისხი მნიშვნელოვანია. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სტუდია ან ძვირადღირებული ტექნიკა გჭირდება. ცოტაოდენი ცოდნა, ძალისხმევა და რამდენიმე მარტივი ნივთი საკმარისია, რომ შენი ვიდეო პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, რაც დრო გავა კი ამას ბევრად მარტივად გააკეთებ .
1. საჭირო ნივთები – ძვირი არაა
შტატივი – შეგიძლია სულ 25–60 ლარად შეიძინო
მიკროფონი – საშუალო დონის მიკროფონი საკმარისია, ხელმისაწვდომ ფასად იშოვება 100-300 ლარი, იყოს თუნდაც მეორადი
ტელეფონი – თანამედროვე სმარტფონების კამერები უკვე საკმარისად ძლიერია. მთავარი ისაა, სწორად გამოიყენო ( iphone 13 pro და ზემოთ საკმარისია )
2. განათება – შენი საუკეთესო მეგობარია
დაჯექი მაქსიმალურად განათებულ ადგილას, შეგიძლია სპეციალური ბიუჯეტური განათებაც შეიძინო, მნიშვნელოვანია იყო სინათლის საპირისპიროდ, ისე რომ სინათლე შენი სახისკენ მოდიოდეს

3. ადგილი გადასაღებად – იფიქრე კარგ უკანა ფონსა და სისუფთავეზე
სცადე ისეთი კუთხე, სადაც ზედმეტი არაფერი ჩანს. სუფთა, ესთეტიკური მკაფიო ფონი ვიდეოს უფრო პროფესიონალურს გახდის,

4. კადრი და მოძრაობა
ტელეფონი ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად დააფიქსირე იმ პლატფორმის მიხედვით, სადაც ვიდეოს დებ (Facebook / TikTok / Instagram – ვერტიკალური ( როგორ პოციციაშიც ქვემოთ სურათზე მოცემულია ნაჩვენები ) ; YouTube – ჰორიზონტალური).
კადრში სიმეტრიულად იყავი !

5. ვიდეოსთვის შესაძლოა საჭირო იყოს B-roll ებიც
ეს არის სცენების გადაღება ან რაიმე პროცესის, რომელიც დაედება მხოლოდ ხმას ვიდეოს კონკრეტულ ნაწილებში.

გახსოვდეს - რამდენიმე მცდელობის შემდეგ პროცესი უფრო მარტივი და შედეგიანი გახდება.
ეს იყო ბლოგი თუ - "როგორ გადავიღო ხარისხიანი ვიდეო კონტენტისთვის საკუთარი ძალებით?"
.png)



Comments