top of page

რჩევები სოც-მედია მარკეტინგის სააგენტოსთან თანამშრომლობისას

  • Writer: enovads
    enovads
  • Aug 2, 2025
  • 1 min read

Updated: Aug 8, 2025

სწორ სმმ სააგენტოსთან თანამშრომლობა შენს ბრენდს წლებით წაიყვანს კონკურენციაში. მაგრამ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამ, უნდა იცოდე რა ქმედებებია მნიშვნელოვანი.

გთავაზობ ეფექტურ რჩევებს, რომლებიც შენს ინტერესებს დაიცავს და თანამშრომლობას მაქსიმალურად შედეგიანს გახდის:

  1. დაზუსტებული მიზნები და მოლოდინები - დაიწყე იმით, რომ ზუსტად ჩამოწერო რა გინდა: გაყიდვების ზრდა? ცნობადობის ამაღლება? ახალ აუდიტორიამდე მიღწევა? კონკრეტული მოთხოვნები ან გასათვალისწინებელი ფაქტორები რა გაქვთ ? მიზნების გაურკვევლობა ხშირად იწვევს კონფლიქტს და დაბნეულობას

  2. მოთხოვე პორთფოლიო წინასწარ სანამ სააგენტოსთან მუშაობას დაიწყებ, ნახე ნამუშევრები, რას გთავაზობს გეგმის სახით

  3. არ ეძებო უბრალოდ “დიზაინი” — ეძებე მარკეტინგული აზროვნება

    მხოლოდ ლამაზი პოსტები არ ჰყოფნის შედეგს. სააგენტო უნდა ფიქრობდეს ბრენდის გრძელვადიან სტრატეგიაზე: როგორ მოიყვანოს სწორი აუდიტორია, როგორ დააინტერესოს და როგორ გადააქციოს კლიენტად.

  4. შეამოწმე, თუ რამდენად კარგად ესმის სააგენტოს შენი ბრენდის ტონი, ღირებულებები და აუდიტორიის ენა. არასწორი კომუნიკაცია და ვიზუალი ხშირად აფუჭებს იმიჯს, რომლის შექმნას წლები სჭირდება.


  5. ნუ დაუჯერებ მხოლოდ პორტფოლიოს. მოითხოვე რეფერენსები ან შეამოწმე კლიენტების მიმოხილვები — რამდენად იყვნენ კმაყოფილნი დროულობით, შედეგებით და კომუნიკაციით. "სოციალური მედია მარკეტინგი"

    "ციფრული მარკეტინგი"

    "ბიზნესის ზრდა"

    რეკლამირება

რჩევები სოც-მედია მარკეტინგის სააგენტოსთან თანამშრომლობისას

"სოციალური მედია მარკეტინგი"

"ციფრული მარკეტინგი"

"ბიზნესის ზრდა"

რეკლამირება

Comments


bottom of page