ჩვენი სოც-მედია მარკეტინგის სააგენტოს
მიდგომა შენი ბიზნესის ზრდისთვის
ჩვენი სოც-მედია მარკეტინგის მიდგომა enovads-ში შექმნილია ერთი მთავარი მიზნისთვის — შენი ბიზნესის რეალური ზრდისთვის
სოციალური მედია არ არის უბრალოდ პოსტების ატვირთვის ადგილი, არამედ სადაც იქმნება ნდობა, ემოციები, კავშირი სეგმენტისადმი და ეს საბოლოოდ გაყიდვებში გადაიზრდება
სწორედ ამიტომ, enovads-ში ყველაფერს ვაკეთებთ ისე, რომ შენი ბრენდი ადამიანებისთვის გახდეს საინტერესო, დასამახსოვრებელი და სასურველი
პროცესი დაიწყება - ჩვენზე წვდომის გაზიარებით meta business manager სა და სარეკლამო ანგარიშზე (ads manager), ეს სულ 5 წუთს წაიღებს და მარტივად გავაკეთებთ, თუ საჭიროა შევქმნით 0-დან.

ჩვენი მარკეტინგული მიდგომა
შედგება რამდენიმე საფეხურისგან
1. ანალიზი და სტრატეგია
პირველ რიგში, ვადგენთ შენს მოთხოვნებს ან გასათვალისწინებელ ფაქტორებს (არსებობის შემთხვევაში) ვაანალიზებთ ბიზნესს, კონკურენტებს და სამიზნე აუდიტორიას( ვინ არიან შენი პოტენციური მომხმარებლები ? რა სჭირდებათ მათ ? როგორ უნდა ვესაუბროთ ისე, რომ რეალურად დაინტერესდნენ ? )
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ვქმნით მორგებულ და საინტერესო სოც-მედია კონტენტ სტრატეგიას, რომელიც გათვლილია კონკრეტულ მიზანზე, იქნება ეს გაყიდვებზე ორიენტირება, ცნობიერების ამაღლება, ლოიალურობის და სანდოობის გამტკიცება, თუ სხვა
2. ბრენდის იმიჯის შექმნა
სოციალური ქსელები ხდება, ბიზნესის ვირტუალური სახე.
ვზრუნავთ, რომ თითოეულმა პოსტმა გადმოსცეს ბრენდის ხასიათი — სტილი, ტონი და ღირებულებები,
ეს მოიცავს დიზაინებს ბრენდის იდენტობით, ტექტების ემოციურ და გაყიდვაზე ორიენტირებულ სტილს, ისეთი ვიდეო მასალის შექმნას, რომელიც პირველივე წამში მიიპყრობს ყურადღებას
3. კონტენტის შექმნა და წარმოება
როდესაც საკმარისი რაოდენობის კონტენტის იდეებსა და სკრიპტს გავწერთ,
კონცენტრაციით - ცნობიერების ამაღლება და მომხმარებლების მოზიდვა (ტრენდული, ლაპარაკის ვიდეოები, კარუსელი, ატმოსფეროს ჩვენება, გრაფიკული დიზაინები და ა.შ)
ჩავნიშნავთ გადაღებას და რამდენიმე ვიდეოს გადაღება მოხდება კონკრეტულ დღეს, შემდეგ დამონტაჟდება ვიდეოები და განთავსდება პლათფორმებზე ეტაპობრივად, თავისი შინაარსობრივად მიმზიდველი და მიზნობრივი არწერით
თუ ვიდეოს თავად იღებთ, მოგცემთ მითითებებს, რათა შედეგი მაინც პროფესიონალური გამოვიდეს
4. მიზნობრივი რეკლამირება (Meta Ads)
რეკლამას ვუშვებთ იმ აუდიტორიაზე, ვისაც რეალური ინტერესი აქვს პროდუქტისადმი,
ვტესტავთ სხვადასხვა ვერსიას ( targets, campaigns, re-marekting, custom audiences, looklike audiences, ads sets…) ვაანალიზებთ შედეგებს და ეტაპობრივად ვზრდით ROI-ს
5. შედეგების ანალიზი და გაუმჯობესება
ყოველი კამპანიის ბოლოს ვაკეთებთ შედეგების ანალიზს: რამ იმუშავა უკეთ, რამ არა და როგორ გავაუმჯობესოთ
ეს საშუალებას გვაძლევს ყოველ თვეს უკეთეს შედეგამდე მივიდეთ
.png)