top of page

არ დაიწყო ბიზნესი, თუ ამ 5 ძირითად მაჩვენებელს ჯერ არ იცნობ

  • Writer: enovads
    enovads
  • 7 days ago
  • 2 min read

ბიზნესის დაწყება ბევრს მარტივად ეჩვენება.

იდეა გაქვს, პროდუქტს ქმნი და ფიქრობ, რომ გაყიდვები თავისით მოვა.მაგრამ რეალობა სხვანაირია.

თუ არ გესმის ძირითადი ციფრები, შენ რეალურად არ მართავ ბიზნესს —უბრალოდ მუშაობ ქაოსურად.

ქვემოთ არის 5 მთავარი მაჩვენებელი, რომელიც უნდა იცოდე სანამ ბიზნესს დაიწყებ.


არ დაიწყო ბიზნესი, თუ ამ 5 ძირითად მაჩვენებელს ჯერ არ იცნობ


  1. ROI — ინვესტიციის უკუგება


ROI (Return on Investment) გიჩვენებს, რამდენად ეფექტურად იყენებ ფულს.

მარტივად:

თუ ხარჯავ 1000 დოლარს,რამდენი გიბრუნდება უკან?

თუ აბრუნებ 1500-ს → მოგებაში ხართუ აბრუნებ 800-ს → ზარალში ხარ


რატომ არის ეს კრიტიკული ბიზნესში?

თუ არ იცი შენი ROI:

  • ვერ გაიგებ მუშაობს თუ არა შენი მარკეტინგი

  • ვერ გადაწყვიტავ სად გაზარდო ბიუჯეტი

  • ვერ აკონტროლებ მოგებას

ROI არის ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი სიმართლის მაჩვენებელი.







ROI — ინვესტიციის უკუგება


  1. CAC და LTV — კლიენტის ღირებულება

ეს ორი მაჩვენებელი ყოველთვის ერთად უნდა განიხილო.


CAC — კლიენტის მოზიდვის ფასი


CAC (Customer Acquisition Cost) არის:

რა დაგიჯდა ერთი კლიენტის მოზიდვა

მაგალითად:

თუ რეკლამაში დახარჯე 500$ და მოიზიდე 10 კლიენტი →CAC = 50$


CAC და LTV — კლიენტის ღირებულება

  1. LTV — კლიენტის მთლიანი ღირებულება


LTV (Lifetime Value) ნიშნავს:

რამდენ ფულს გიტოვებს კლიენტი მთლიანობაში

თუ ერთი კლიენტი შენთან ტოვებს 300$ → ეს არის შენი LTV

LTV — კლიენტის მთლიანი ღირებულება

  1. Break-even point — როდის გადიხარ ნულზე


break-even point, ანუ ზღვარი, სადაც ხარჯებს მთლიანად ფარავ. რამდენი გაყიდვა გჭირდება იმისთვის, რომ დაფარო ქირა, პროგრამები, ხელსაწყოები, მარკეტინგი და ა.შ თუ ეს რიცხვი არ იცი, არ იცი როდის ხარ უსაფრთხოდ და ვერც იმას მიხვდები, რეალურად იზრდები თუ არა.


Break-even point — როდის გადიხარ ნულზე

  1. შემოსავალი შენი დროის მიმართ (ბიზნესი)


მაგალითად, თუ ერთი დღით არ იმუშავე და მაშინვე ჩერდება გაყიდვები, პასუხები, შეკვეთები ან პროცესი — ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი ზედმეტად შენზეა მიბმული, რაც ძალიან ცუდია.


შემოსავალი შენი დროის მიმართ

როგორ უნდა იფიქრო ბიზნესზე სწორად

ბიზნესი არ არის მხოლოდ იდეა ან მოტივაცია.

ეს არის:

  • ციფრები

  • სისტემები

  • ანალიზი

თუ არ აკონტროლებ ამ მაჩვენებლებს, შენ უბრალოდ მუშაობ — მაგრამ არ აშენებ რეალურ ბიზნეს


 
 
 

Comments


bottom of page