top of page

ბრენდინგის ძალა რეალურ მაგალითზე

  • Writer: enovads
    enovads
  • Feb 6
  • 1 min read

ბრენდინგის ძალა რეალურ მაგალითზე


რატომ იხდის ხალხი Rolls-Royce-ში ექვსჯერ მეტს, ვიდრე BMW-ში ?

BMW 7 Series 2023 vs Rolls Royce Ghost 2023

ბევრს ჰგონია, რომ Rolls‑Royce სრულიად უნიკალური ავტომობილია — თითქოს ის სხვა სამყაროდან მოდის. რეალურად კი ფაქტები ცოტა სხვანაირ სურათს გვიჩვენებს.


სიმართლე ისაა, რომ Rolls-Royce ტექნიკურად დაახლოებით 70–80%-ით ძალიან ჰგავს BMW-ს. უფრო მეტიც — ბევრმა საერთოდ არ იცის, რომ Rolls-Royce რეალურად ეკუთვნის BMW-ს.


მაგალითად, Rolls‑Royce Ghost, რომლის ფასი დაახლოებით 600,000$-ია, უამრავ კომპონენტს იზიარებს BMW 7 Series-თან (მაგალითად BMW 750i-სთან), რომლის ღირებულება დაახლოებით 100,000$-ია.

თუ ამ მანქანას დაშლი, შიგნით შეხვდები ისეთ დეტალებსაც, რომლებზეც პირდაპირ წერია — BMW.

და აქ ჩნდება მთავარი კითხვა რატომ იხდის ადამიანი ექვსჯერ მეტს?



ბრენდინგის ძალა აღქმა

პასუხი - ბრენდინგის ძალა


ფასი აქ არ განისაზღვრება მხოლოდ:

  • ძრავით

  • ტექნიკური მახასიათებლებით

ფასი განისაზღვრება აღქმით.


Rolls-Royce არ ყიდის უბრალოდ მანქანას. ის ყიდის:

  • სტატუსს

  • პრესტიჟს

  • ექსკლუზიურობას

  • ემოციას

  • ისტორიას

ადამიანი არ იხდის მეტს იმიტომ, რისგან არის მანქანა გაკეთებული. ის იხდის მეტს იმაში, თუ რას ნიშნავს ეს მანქანა მისთვის და სხვებისთვის.


ბრენდინგი = პოზიციონირება + ისტორია + ემოცია


აქ არის მთავარი მარკეტინგული გაკვეთილი, რომელიც ყველა ბიზნესს ეხება:

განსხვავებას ქმნის არა პროდუქტი, არამედ:

  • როგორ პოზიციონირებ საკუთარ თავს

  • როგორ ყვები ისტორიას

  • რა ემოციურ ღირებულებას აძლევ მომხმარებელს

კარგი ბრენდინგი:

  • ჩვეულებრივ პროდუქტს აქცევს დიდი სურვილის ობიექტად

  • ხშირად სრულიად არარაციონალურადაც

  • ქმნის ერთგულებას, რომელსაც ფასის შედარება აღარ სჭირდება


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი შენი ბიზნესისთვის?

თუ ბრენდინგს სწორად დაეუფლები:

  • აღარ იბრძოლებ მხოლოდ ფასით

  • შექმნი ლოიალურ მომხმარებლებს

  • ააშენებ პრესტიჟულ ბრენდს

  • და შექმნი ბიზნესს, რომელიც ფასის ფარგლებს სცდება


სწორედ ამიტომაა, რომ ერთი მანქანა ღირს 100,000$,მეორე — 600,000$,ხოლო განსხვავება ძირითადად აღქმაშია.


ბრენდინგის ძალა


 
 
 

Comments


bottom of page