top of page

"რა არის მარკეტინგი ?"

  • Writer: enovads
    enovads
  • Jul 27
  • 1 min read

Updated: Aug 8

"რა არის მარკეტინგი ?" სინამდვილეში და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი? მოდი ჩავშალოთ

„მარკეტინგი არის კავშირების შექმნისა და გაყიდვების გაზრდის ხელოვნება. ის მოიცავს ყველაფერს, ბაზრის ტენდენციების გააზრებიდან დაწყებული, დამაჯერებელი რეკლამების შექმნამდე დამთავრებული.”

რა არის მარკეტინგი ?

ყველაფერი იწყება მომხმარებლების საჭიროებებისა და სურვილების გაგებით.

ეს ეხმარება ბიზნესს შექმნას პროდუქტები და შეტყობინებები, რომლებიც ეხმიანება აუდიტორიას.

მარკეტინგი საშუალებას აძლევს ბიზნესს ჩამოაყალიბოს პროდუქტის შეთავაზება, განასხვავოს თქვენი ბრენდი კონკურენტებისგან , შეარჩიოს საუკეთესო გზები ხალხისთვის მისაწვდომად და შექმნას დამაჯერებელი შეტყობინებები, რომლებიც იპყრობს ყურადღებას.”


რა არის მარკეტინგი ?

მარკეტინგი არის სამიზნე აუტორიისთვის პროდუქტის ან სერვისის პოპულარიზაცია : იქნება მარკეტინგული კამპანიებით, სოც-მედია მარკეტინგით, გუგლში რეკლამით, ბანერებით თუ რითიც არ უნდა იყოს, ისე წარმოჩენა, რომ მომხმარებელი მზად იყოს მეტი გადაიხადოს , მაგალითად როლექსი ისეა წარმოჩენილი და შეფუთული , რომ ხალხში იმ აღქმას ტოვებს თუ მას ატარებ ესე იგი მაღალი სტატუსის ადამიანი ხარ, სწორედ ამიტომ ადამიანები მზად არიან მასში ბევრად მეტი ფული გადაიხადონ


მარკეტინგის გარეშე რაც არ უნდა კარგ პროდუქტს ყიდდე მომხმარებლები არ გეყოლება, და მივდივართ იმისკენ თუ რატომ არის საჭირო , აი მაგალითი განვიხილოთ :


რა არის მარკეტინგი ?

წარმოიდგინეთ რომელიმე უბანში იქირავეთ კომერციული ფართი და ყიდით რაღაც პროდუქტს, მარკეტინგის გარეშე შენს შესახებ ეცოდინება მხოლოდ იმას ვინც შენი კომერციული ფართის წინ ჩაივლის და შეხედავს მაღაზიას იქიდან კი რამდენი დაინტერესდება და რამდენი შემოვა , მარკეტინგი კი საშუალებას გვაძლევს უამრავი ათზე მეტი ალბათ მეთოდით მივაწვდინოთ ხმა სამიზნე აუდიტორიას


  • ტრადიციული რეკლამა (ტელევიზია, რადიო, ბილბორდები,ფლაერები) → რასაც დღეს უფრო და უფრო იშვიათად იყენებენ ვინაიდან საკმაოდ დიდ ნახარჯს იძლევა და ROI ანუ… უარყოფითიც შეიძლება იყოს და არსებობს უფრო ეფექტური გზა რასაც უფრო მოგვიანებით ვიტყვი

  • სოც-მედია მარკეტინგი - კონტენტის შექმნა

  • ინფლუენსერ მარკეტინგი

  • ციფრული მარკეტინგი (ads manager, e-mail, SEO, Google Ads, )

  • WOM

  • გორილა მარკეტინგი


ასე რომ, გახსოვდეთ, მარკეტინგი არ არის მხოლოდ რეკლამა - ეს არის დაკავშირება და ღირებულების შექმნა!

 
 
 

Comments


bottom of page