როგორ ავირჩიო საუკეთესო მარკეტინგული სტრატეგია ჩემი ბიზნესისთვის ?
- enovads

- Oct 26
- 1 min read

დღევანდელ მრავალფეროვან ციფრული მარკეტინგის გარემოში უამრავი სტრატეგია, გეგმა და ტაქტიკა არსებობს, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს სასურველი შედეგები მიიღონ. მაგრამ ყოველთვის რთულია განსაზღვრო,რომელია მართლა კარგი შენი ბიზნესისთვის
1. განსაზღვრე მიზანი
ჯერ უნდა იცოდე რა გინდა მიღწიო:
გაყიდვების ზრდა?
ცნობადობის ამაღლება?
ახალი კლიენტების მოზიდვა?
არსებული მომხმარებლების შენარჩუნება?
მიზანი განსაზღვრავს სტრატეგიის მიმართულებას.
S.M.A.R.T. პრინციპით გამართული:
Specific (კონკრეტული)
Measurable (გაზომვადი)
Achievable (მიღწევადი)
Realistic (რეალისტური)
Time-bound (დროში განსაზღვრული)

2. დაადგინე შენი სამიზნე აუდიტორია
ასაკი, სქესი, ადგილმდებარეობა
ინტერესები და ქცევა (რა მოსწონთ, რა შთააგონებთ)
პრობლემა, რომლის გადაჭრასაც შენი პროდუქტი სთავაზობს
შენთვის საჭიროა არა „ყველა“, არამედ ზუსტად ის, ვინც რეალურად იყიდის.
3. გაანალიზე კონკურენტები
ნახე, რას აკეთებენ შენი სფეროს ლიდერები — რა მუშაობს მათთვის და რა არა. გამოიყენე Meta Ads Library ან SimilarWeb,Semrush რომ ნახო მათი რეკლამები, ფასები და სტილი.
4. აირჩიე სტრატეგიის ტიპი - მარკეტინგული სტრატეგია
შენი მიზნის მიხედვით შეგიძლია აირჩიო შემდეგიდან:
Brand awareness სტრატეგია – თუ ახლა იწყებ და გინდა რომ უფრო ბევრმა გაგიცნოს.
Performance სტრატეგია – გაყიდვებისა და რეალური შედეგებისთვის (CPA, ROAS).
Content სტრატეგია – თუ გსურს ნდობა და აუდიტორიის ლოიალობა.
Community/Influencer სტრატეგია – როცა სოციალური გავლენა და ადამიანური კავშირი მნიშვნელოვანია.

5. ტესტირება და ანალიტიკა
არასოდეს აირჩიო სტრატეგია „შეგრძნებით“.შექმენი რამდენიმე ვარიანტი, ტესტე სხვადასხვა მესიჯი, ფორმატი და აუდიტორია. გამოიყენე მონაცემები (Insights, Ads Manager Metrics) იმის დასადგენად, რა ამართლებს.
6. მუდმივი ოპტიმიზაცია
სტრატეგია არ არის ერთხელ შექმნილი გეგმა — ის ცოცხალი პროცესია.ყოველკვირეულად შეაფასე შედეგები და საჭიროებისამებრ შეცვალე მიდგომა.
თუ გინდა, შეგიქმნათ სრულად მორგებული მარკეტინგული სტრატეგია შენი ბიზნესისთვის საქართველოში საუკეთესო მარკეტინგული კომპანია ინოვედსი - enovads შენ სამსახურშია, დაგვიკავშირდი
.png)



Comments