როგორ მიხვდე, რომ კარგი ბიზნეს იდეა გაქვს ?
- enovads

- Jan 23
- 2 min read
როგორ მიხვდე, რომ კარგი ბიზნეს იდეა გაქვს?
ბიზნეს იდეის შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ემოციაზე დაყრდნობაა. რეალურად კი, თითქმის ყველა წარმატებული ბიზნესი ჯდება რისკისა და მოგების 4 ძირითად კატეგორიაში. თუ სწორად განსაზღვრავ, რომელ კატეგორიაში ხვდება შენი იდეა, ბევრად რეალისტურ გადაწყვეტილებას მიიღებ.

1. დაბალი რისკი, დაბალი მოგება - ჩვეულებრივი ბიზნეს იდეა
ეს არის ყველაზე სტაბილური, მაგრამ შედარებით მცირე მოგების მქონე ბიზნესები.
მაგალითები:
თვითმომსახურების სამრეცხაოები
ვენდინგ აპარატები (ყავა, წყალი, სნექები)
ფინანსური სურათი:
ერთი სამრეცხაო თვეში საშუალოდ მოიტანს 500–1000 ლარს სუფთა მოგებას
ერთი ვენდინგ აპარატი — დაახლოებით 100–300 ლარს
ვისთვის არის ეს კარგი არჩევანი?დამწყებთათვის, ინვესტორებისთვის, ვისაც სურს სტაბილური შემოსავალი და მინიმალური ჩართულობა.


2. მაღალი რისკი, დაბალი მოგება - სარისკო ბიზნეს იდეა
ეს კატეგორია ყველაზე პოპულარულია, მაგრამ რეალურად — ყველაზე პრობლემური.
მაგალითები:
რესტორნები და კაფეები
პატარა ბუტიკები და მაღაზიები
რეალობა:
მოგების მარჟა დაბალია
მაღალი ხარჯები (ქირა, პერსონალი, ინვენტარი)
სტატისტიკურად, ასეთი ბიზნესების დაახლოებით 60% პირველ 3 წელიწადში იხურება
ეს ხშირად ემოციური გადაწყვეტილებაა და არა ცივი ბიზნეს გათვლა.

3. მაღალი რისკი, მაღალი მოგება - ძალიან სარისკო და კარგი ბიზნეს იდეა
აქ უკვე დიდი თამაში იწყება.
მაგალითები:
ტექნოლოგიური სტარტაპები
კრიპტო პროექტები
ტრენდული აპლიკაციები
პოტენციალი:
შესაძლებელია ბიზნესი მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს
მაგრამ…
სტარტაპების 90% ვერ გადარჩება
მაღალია კაპიტალის სრულად დაკარგვის რისკი
ამიტომაც ეძახიან წარმატებულებს „უნიკორნებს“ — ისინი იშვიათია.

4. დაბალი რისკი, მაღალი მოგება — ყველაზე ძლიერი კატეგორია - კარგი ბიზნეს იდეა
აქ თამაშობენ რეალური გამარჯვებულები.
მაგალითები:
რკინა და მეტალოპლასტმასის წარმოება
სანტექნიკა და გათბობის სისტემები
ჰიდროიზოლაცია
სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სერვისები
რატომ მუშაობს ეს ბიზნესები ასე კარგად?
მუდმივი მოთხოვნა
რეალური პრობლემა, რომელსაც აგვარებენ
ნაკლები „ტრენდის“ დამოკიდებულება
ფინანსური მაჩვენებლები:
საშუალო ბიზნესებიც კი ხშირად აკეთებენ წლიურად მილიონ დოლარზე მეტს
მოგების მარჟა — 40–80%
მართვა მარტივი არ არის, მაგრამ სწორად აწყობის შემთხვევაში შედეგი ძალიან მასშტაბურია.



კარგი ბიზნეს იდეა არ ნიშნავს „მოდურს“ ან „საინტერესოს“.
ხშირად ყველაზე მომგებიანი მიმართულებები მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ სწორედ მანდ არის ფული.
.png)



Comments