ბნელი მარკეტინგის 7 საიდუმლო რომელიც მანიპულირებს შენს ქცევაზე
- enovads

- Nov 11
- 2 min read

1. უფასოს ილუზია - მარკეტინგის საიდუმლო
„გამოცადე პირველი 30 დღე უფასოდ“ — მარტივი წინადადება, რომელიც ნდობას აღძრავს.სტრიმინგისა და სააბონენტო სერვისების უმეტესობა გთხოვს შეიყვანო ბარათის ინფორმაცია „უბრალოდ საცდელად“.
მაგრამ რეალობა ასეთია:ისინი იმედოვნებენ, რომ ავტომატური განახლების გამორთვა დაგავიწყდება და გადახდას ისე დაიწყებ, რომ ვერც კი გააცნობიერებ.
2. ფერების ფსიქოლოგია - მარკეტინგის საიდუმლო
ბრენდები ფერებს მიზანმიმართულად იყენებენ ემოციების ასაღვიძებლად
წითელი: მოქმედების სტიმული და საგანგაშო სიგნალი — გამოიყენება გაყიდვებში.
ლურჯი: ნდობა და უსაფრთხოება — Facebook, PayPal, ბანკები.
ყვითელი: ოპტიმიზმი და სიხარული — McDonald’s, IKEA.
შედეგი: ფერები გავლენას ახდენს შენს განწყობაზე და გადაწყვეტილებებზე ისე, რომ ვერც კი ამჩნევ.

3. ცრუ სოციალური მტკიცებულება
როცა პროდუქტზე წერია „BESTSELLER“ ან „Amazon-ის რჩეული“, ავტომატურად ფიქრობ : „ყველა ამას ყიდულობს, ალბათ კარგია.“მაგრამ ხშირად ეს ეტიკეტები რეალურ გაყიდვებს არ ეფუძნება — ისინი უბრალოდ მარკეტინგული ილუზიაა, რომელიც შენს ნდობას მართავს.

5. მიტოვებული კალათის ხრიკი - მარკეტინგის საიდუმლო
თუ ონლაინ მაღაზიაში კალათას ნივთებით აავსებ და ყიდვას არ დაასრულებ, დიდია შანსი, რომ მალე მიიღო ელფოსტა სპეციალური ფასდაკლებით — თითქოს შენთვის გამოგიგზავნეს.
მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ
ზოგი საიტი ჯერ თვითონ ზრდის ფასს, შემდეგ კი „ფასდაკლების კოდით“ თითქოს ამცირებს — და შენ გგონია, რომ მაგარი შეთავაზება მიიღე

5. ხელოვნური მოლოდინი - მარკეტინგის საიდუმლო
ზოგიერთი ბრენდი შეგნებულად აყოვნებს მომხმარებელს?
მაგალითად, McDonald’s და Starbucks ზოგჯერ განგებ ქმნის მოლოდინს — თითქოს რიგი დიდია და პროდუქტი იმდენად მოთხოვნადია, რომ ყველას უნდა
იგივე ხდება ღამის კლუბებშიც — ხალხს გარეთ აჩერებენ, მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ნახევრად ცარიელია.
გარე მაყურებელი კი ფიქრობს: „რომ, ეს ადგილი ალბათ ძალიან მაგარ

6. მოთხოვნის ხელოვნური შექმნა - მარკეტინგის საიდუმლო
რატომ იყიდება Nike-ის პროდუქტი წამებში?ეს არის Drop Culture — ბრენდი უშვებს მცირე რაოდენობას, აცხადებს „გაიყიდა ყველაფერი“ და ქმნის სიშრიალის ეფექტს.
გადამყიდველები იწყებენ ფასის გაზრდას → მოთხოვნა იზრდება →Nike შემდეგ ამატებს მარაგს და ორჯერ იგებს — პოპულარობითაც და მოგებითაც.

7. „პრემიუმის“ მახე - მარკეტინგის საიდუმლო
Spotify, YouTube და LinkedIn სპეციალურად ქმნიან უფასო ვერსიას ისე, რომ ის იყოს არაკომფორტული.რეკლამები, შეზღუდვები, დაბალი ხარისხი — სანამ იძულებული გახდები გადაიხადო „პრემიუმზე“.
იგივე პრინციპი მუშაობს რესტორნებში:მენიუში მეორე ყველაზე ძვირი კერძი მხოლოდ სატყუარაა, რომ მესამე, ოდნავ უფრო ძვირი, ყველაზე მომგებიანად გამოჩნდეს.შენ ფიქრობ, რომ ჭკვიანურად აირჩიე, მაგრამ რეალურად — ზუსტად ის აირჩიე, რაც ბიზნესს აწყობდა.

მარკეტინგი ფსიქოლოგიური თამაშია
თანამედროვე მარკეტინგი უკვე აღარ ეყრდნობა მხოლოდ რეკლამებსა და აქციებს — დღეს ის ფსიქოლოგიურ ტექნიკებსა და ილუზიებზეა დაფუძნებული, რომლებიც შენს არჩევანზე გავლენას ახდენენ ისე, რომ ვერც კი ამჩნევ.
შემდეგ ჯერზე, როცა რამეს ყიდულობ, ერთი წამით შეჩერდი და ჰკითხე საკუთარ თავს:
„ნამდვილად მე გადავწყვიტე ეს, თუ ბრენდმა უკვე ჩემ მაგივრად გადაწყვიტა?“
ეს იყო ბლოგი - მარკეტინგის საიდუმლო
.png)



Comments